loader

ირანის პრეზიდენტი: ტრამპის წასვლით ძალიან ბედნიერები ვართ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის პრეზიდენტი: ტრამპის წასვლით ძალიან ბედნიერები ვართ

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ თეირანი ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებით ძალიან აღფრთოვანებული არაა, თუმცა დონალდ ტრამპის წასვლით ძალიან კმაყოფილია.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა ტელემიმართვისას დონალდ ტრამპს ტერორისტი და მკვლელი უწოდა.

„ბაიდენის მოსვლით არცთუ ძლიერ აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ ტრამპის წასვლით ძალიან ბედნიერები ვართ. დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელმაც ბევრი საშინელება ჩაიდინა, რომელიც იყო მკვლელი და ტერორისტი“, - განაცხადა რუჰანიმ.

მისივე თქმით, ტრამპი ცდილობს, ირანს ვაქცინის შეძენაში ხელი შეუშალოს.

„ტრამპი ვაქცინების შეძენაში დაბრკოლებებს გვიქმნის. აი, რამდენად მოკლებულია ეს ადამიანი ყველა ეთიკურ და ადამიანურ პრინციპს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.