loader

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს

პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს. როგორც თბილისის პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - აღნიშნეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.