loader

ზურა ჯაფარიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აფუძნებს - "26 დეკემბერს იქნება ყრილობა... აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურა ჯაფარიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აფუძნებს - "26 დეკემბერს იქნება ყრილობა... აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე"

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, 26 დეკემბრიდან ქვეყანაში 2 "გირჩი" იქნება. ჯაფარიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის "ფორმულაში" დააანონსა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, პოლიტიკური პლატფორმის სახელი ისევ "გირჩი" იქნება და მისი ლოგოც უცვლელი დარჩება.

"26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი "გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი "გირჩი" დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რა ვიცი, 2 "გირჩი" იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო", - აღნიშნა მან.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალ "გირჩში" ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით "გირჩის" მეშვეობით დაინტერესდნენ.

"ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას. აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებიც "გირჩმა" პოლიტიკით დააინტერესა დ ანახა, რომ პოლიტიკის კეთება შეიძლება სუფთად და წესიერად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.