loader

უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ - ვახტანგ გომელაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ - ვახტანგ გომელაური

უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა, ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ! - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში მის წარდგენას ეხებოდა.

გომელაურის განცხადებით, იქნება თუ არა ის კვლავ შს მინისტრი, ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.

"რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ. წინასწარ, მოდი, არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა, ვიქნები თუ არ ვიქნები. დაელოდეთ",- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ გიორგი გახარია დაასახელა. სწორედ მან უნდა შეარჩიოს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც პარლამენტს კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.