loader

მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ - ნიკოლ ფაშინიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ - ნიკოლ ფაშინიანი

მე მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელშიც ის სიუნიქის პროვინციის მოსახლეობას მიმართავს.

ფაშინიანის თქმით, სიუნიქში დაგეგმილი ვიზიტის მიზანი არა ხალხის გაღიზიანება, სიტუაციის გამწვავება და „ჭრილობაზე მარილის დაყრა“, არამედ მოსახლეობასთან გულახდილი საუბარია.

„მე ეს გადაწყვეტილება სიუნიქის მოსახლეობის მიმართ პატივისცემისა და დაფასების გამოსახატად მივიღე. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ჩაგხედოთ თვალებში და თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს დილიდან სიუნიქის შესასვლელებთან მოსახლეობა შეიკრიბა, რომლებიც აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს პროვინციაში არ შეუშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.