მაფია და "ქურდული სამყარო" ვაქცინის წინააღმდეგ ბრძოლას და უკანონო გასაღებას იწყებენ - რაზე ისაუბრა ინტერპოლის დირექტორმა
ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა ურგენ სტოკმა ვაქცინას "2021 წლის თხევადი ოქრო" უწოდა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ მაფია და "ქურდული სამყაროს" სხვა კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის ვაქცინის მოსაპარად დანაშაულებრივ ქმედებებს გეგმავენ. მისივე პროგნოზით, 2021 წელს კრიმინალი და კორუფცია საგრძნობლად გაიზრდება, რადგან პრეპარატის ურიგოდ, რეგისტრაციის გარეშე მისაღებად ისინი ვაქცინებით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმას და მათ მოპარვას შეეცდებიან. გარდა ამისა, ერგენ სტოკის განცხადებით, ყალბი ვაქცინის შავი ბაზარი გამოჩნდება. შედეგად, პანდემიის გამოჩენამ დამნაშავეებს ახალი შესაძლებლობები მისცა.
ავტორი: ნინი გაბისონია
ავტორი: ნინი გაბისონია