loader

სად იპოვა პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად იპოვა პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე


პოლიციამ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ჯარისკაცი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა.

სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს.

როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის, თეიმურაზ გიუნაშვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, გიუნაშვილი 22 დეკემბერს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს.