loader

"იტალია ხელახლა იბადება" - ემოციური ვიდეო ინტერნეტჰიტი ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იტალია ხელახლა იბადება" - ემოციური ვიდეო ინტერნეტჰიტი ხდება

“ფურისულები, რომელთაც სუსხი დაამარცხეს“ - როგორია იტალიაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია?
სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, იტალიაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განხორციელება მომავალი წლის დასაწყისში ანონსდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია იანვრის შუა რიცხვებში ამოქმედდება, ამ ძალისხმევის სიმბოლოდ კი ქვეყანამ ყვავილი, კონკრეტულად, ფურისულა აირჩია.
ფურისულაზე იტალიამ არჩევანი შეაჩერა, როგორც საგაზაფხულო გამოცოცხლების, შესაბამისად, იმედის ნიშანზე, რომლის ცნობაც მოსახლეობისთვის მედიასა და საზოგადოებრივ სივრცეებში ადვილი იქნება.

Palitravideo იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ვიდეორგოლს გთავაზობთ.
იტალია კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიში მე-8 ადგილზეა და დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 2 მილიონს აღწევს. ქვეყანაში ამჟამად სულ გარდაცვლილია 70 000-ზე მეტი ადამიანი.

ავტორი: ეკა აბაშიძე