loader

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა კაცმა 3 პოლიციელი მოკლა, სახლი კი გადაწვა - რა მოხდა საფრანგეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა კაცმა 3 პოლიციელი მოკლა, სახლი კი გადაწვა - რა მოხდა საფრანგეთში

საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, პუი-დე-დომიში, სამი პოლიციელი საკუთარი საქმიანობის შესრულების დროს გარდაიცვალა. სამართალდამცველებს ცეცხლი 48 წლის მამაკაცმა გაუხსნა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები გამოძახების მისამართზე მივიდნენ, სახლს ცეცხლი უკვე ეკიდა, ქალი კი სახურავს აფარებდა თავს. სწორედ ამ დროს, შიგნით მყოფმა მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ადგილზევე სამივე მათგანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავეს რამდენიმე სახეობის იარაღი ჰქონდა და საკმაოდ კარგად იცოდა მათი გამოყენება. მომხდარის შემდეგ მამაკაცი საკუთარი მანქანით გაიქცა, საბოლოოდ კი პოლიციამ ის ხეზე შეჯახებული, გლოკის იარაღით ხელში გარდაცვლილი იპოვა.

ავტორი: ნინი გოგიშვილი