"ნამდვილი მეორე ტალღა კიდევ გვექნება" - ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ 19-ის მეორე ტალღის სავარაუდო პერიოდს ასახელებს
10:31 / 02-01-2021
როგორც ის ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე, 2020 წლის შეჯამებისას და აღნიშნავს, მოსახლეობა არსებულ ეპიდვითარებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.
ბიძინა კულუმბეგოვს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გაზრდა, მეტი ტესტირების ჩატარება, ასევე პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება.
მისი შეფასებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ საჭიროებს. კულუმბეგოვი სრული შეზღუდვების დაწესების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას "ხალხის ემოციებზე თამაშს" უწოდებს.