loader

1 მოკლული და 3 დაჭრილი - რა მოხდა ნინოწმინდაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1 მოკლული და 3 დაჭრილი - რა მოხდა ნინოწმინდაში?

პოლიციამ სოფელ სათხაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. აღნიშნულის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ო.პ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ო.პ.-მ თანასოფლელები - 1988 წელს დაბადებული ს.ა., 2001 წელს დაბადებული ს.ბ. და 1990 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ამავე კონფლიქტის დროს, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიიღო 1996 წელს დაბადებულმა მ.ი.-მ.

ს.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენ 3 პირს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ბრალდებული ო.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.