loader

ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების იმპორტი იკრძალება, მე მათ არ ვენდობი - აიათოლა ალი ხამენეი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების იმპორტი იკრძალება, მე მათ არ ვენდობი - აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის მთავრობას შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტის აკრძალვა დაავალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების იმპორტი იკრძალება. მე ეს ოფიციალურ პირებს უკვე განვუცხადე და ახლა საჯაროდ ვამბობ. მე მათ არ ვენდობი. ამერიკელებს რომ ვაქცინის შექმნა შეეძლოთ, საკუთარ ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ასეთი ფიასკო არ ექნებოდათ”, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისი თქმით, ირანმა ვაქცინები შესაძლოა სხვა, „უფრო სანდო ქვეყნებიდან“ შეიტანოს. ამასთან, ირანის უზენაესმა ლიდერმა კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანი საკუთარი ვაქცინის შექმნას ცდილობს.