loader

სატანისტები არიან, ბავშვებით ვაჭრობის ქსელი აქვთ შექმნილი - რა თეორიის სჯეროდა ტრამპის აქტივისტების ნაწილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სატანისტები არიან, ბავშვებით ვაჭრობის ქსელი აქვთ შექმნილი - რა თეორიის სჯეროდა ტრამპის აქტივისტების ნაწილს

ყველას კარგად გვახსოვს გასულ კვირას კაპიტოლიუმში შეცვენილი ადამიანების კადრები, მათი ბრაზმორეული განწყობა, შეძახილები და ისეთი ძალადობრივი ქმედებები, როგორიც ამერიკის ისტორიას არ ახსოვს. ეს მოვლენა განსაკუთრებული არა მხოლოდ იმით იყო, რომ პროტესტის გამოსახატავად გამოსული ადამიანები კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრაციულად შეიჭრნენ, არამედ ამ ყოველივეს ღიად მხარს უჭერდა ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ერთი შეხედვით, საქმე გაქვს პრეზიდენტთან, რომელიც ძალაუფლების დაკარგვას და არჩევნების შედეგებს არ ეგუება, ამის გამოსახატავად კი ძალადობრივი და ქვეყნისთვის არეულობის მომტანი გზა აირჩია, რისთვისაც მას "ტვიტერმა" გვერდიც კი გაუუქმა. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ არეულობის მთავარი პერსონაჟები, არც მეტი, არც ნაკლები, კონსპირაციული თეორიის ავტორები და მიმდევრები იყვნენ.

ავტორი: ნინი გაბისონია