როდიდან შეძლებთ მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარებას? - შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
13:37 / 13-01-2021
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქეები პირველი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.
პირველ თებერვლამდე კვლავ შეჩერებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. ასევე, დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში.