loader

ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს, - ამის შესახებ ნავალნიმ „ტელეგრამსა“ და „ტვიტერზე“ დღეს დაწერა.

„საკითხი: დავბრუნდე თუ არ დავბრუნდე, ჩემ წინაშე არასოდეს დამდგარა, უბრალოდ იმიტომ, რომ არასდროს წავსულვარ. მე აღმოვჩნდი გერმანიაში, რეანიმაციულ განყოფილებაში. 17 იანვარს, კვირას, შინ ვბრუნდები. დამხვდით“, - წერს ნავალნი.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოში, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.