სიახლე, რომელიც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას აცნობა - "გეგმა უკვე გვაქვს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი დასრულდა. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში, კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველ პროექტში საუბარია ლოჯისტიკურ ნაწილზეც; ასევე, ვაქცინაციის გვერდით მოვლენებსა და მიზნობრივ ჯგუფებზე.
ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველ პროექტში საუბარია ლოჯისტიკურ ნაწილზეც; ასევე, ვაქცინაციის გვერდით მოვლენებსა და მიზნობრივ ჯგუფებზე.