ქალმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს - რატომ ეწირებიან ქალები ჩეჩნეთში კადიროვის იდეოლოგიებს?
17:45 / 15-01-2021
ჰიჯაბის ტარება ერთ-ერთი მოთხოვნაა. დავიფაროთ თავი და არა სახე - ასეთია რამზან კადიროვისა და მისი თანაგუნდელების შეხედულება ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ, ახალი ინიციატივის თანახმად, ჩეჩენი სტუდენტი გოგონების წასახალისებლად, ის, ვინც ჰიჯაბს საკუთარი სურვილით ატარებდა, 1000 დოლარით დასაჩუქრდებოდა. სულ მალე კადიროვმა გამოსცა განკარგულება, რომლის ფარგლებშიც, ყველა ქალი ქუჩაში, სამსახურსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, თავწაკრული უნდა ყოფილიყო.
ავტორი: ნინი გოგიშვილი