loader

გიორგი რურუა ციხიდან ალეკო ელისაშვილს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი რურუა ციხიდან ალეკო ელისაშვილს მიმართავს

"ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში,პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს", - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

როგორც გიორგი რურუა წერს, ის მხარს უჭერს "დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას".

"ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში. და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა", - წერს გიორგი რურუა.

"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.