loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაფიქსირდა გარდაცვალების 17 შემთხვევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაფიქსირდა გარდაცვალების 17 შემთხვევა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 083 ტესტი ჩატარდა
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 933 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 100, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 72, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც: 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 758, აჭარაში - 309, იმერეთში - 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 303 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 106, ხოლო იმერეთში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 294 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 918 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 799.