“ერთმანეთის მეზობლები იყვნენ, ამბობენ, დანით მოკლაო“ – პანკისის ხეობაში მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია
15:39 / 17-01-2021
არსებული ინფორმაციით, ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობამდე მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
“ტვ პირველის" ინფორმაციით, მოკლულია იბრაჰიმ ქავთარაშვილი.