loader

კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.

როგორც მენაბდიშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევამ განაცხადა, დაკავებულს შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. ბრალდებულის ინტერესებს სავალდებულო წესით იცავს ადვოკატი ქეთევან გაგოევა.

გაგოევას ინფორმაციითვე, მენაბდიშვილი კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და დაცვაზე უარს აცხადებს, თუმცა, "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, ოჯახის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ადვოკატის გარდა, მენაბდიშვილის საქმეში, სავარაუდოდ, ორი ადვოკატი კიდევ ჩაერთვება.