loader

1-ლი თებერვლიდან კლინიკების ნაწილისთვის ახალი გადაწყვეტილება ამოქმედდება - რა შეტყობინება მიიღეს კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1-ლი თებერვლიდან კლინიკების ნაწილისთვის ახალი გადაწყვეტილება ამოქმედდება - რა შეტყობინება მიიღეს კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის მართვისთვის განკუთვნილი 3000-მდე საწოლია თავისუფალი და ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდდადასტურებული 3710 პაციენტი მკურნალობს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ 1-ლი თებერვლიდან ისინი დაუბრუნდნენ მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას და დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.