loader

"დააპატიმრეს და ამ წუთებში ყველაზე უსამართლო სასამართლო აქვს" - რა უნდა ვიცოდეთ ალექსეი ნავალნის დაკავებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დააპატიმრეს და ამ წუთებში ყველაზე უსამართლო სასამართლო აქვს" - რა უნდა ვიცოდეთ ალექსეი ნავალნის დაკავებაზე

ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამვლიდან ხუთ თვეში რუსეთში დაბრუნდა. ის ჩაფრენისთანავე, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. ნავალნი ქვეყნის ფედერალური სამსახურის ძებნილთა სიაში გასულ თვეში შეიყვანეს თაღლითურ საქმეებში მონაწილეობისთვის, თუმცა თავად ოპოზიციონერი ლიდერი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა დაადასტურა ნავალნის დაკავება და განაცხადა, რომ ის პატიმრობაში ამ თვის ბოლოს სასამართლო განხილვამდე დარჩება. ნავალნის სპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, ნავალნი პატიმრობაში ქალაქ ხიმკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და მის ადვოკატთან წვდომის უფლება არ მისცეს.

რამდენიმე საათის წინ ნავალნის პოლიციის განყოფილებაში სასამართლო გაუმართეს - მოიწვიეს  ჟურნალისტები, მოსამართლეები. თავად ალექსეი აღნიშნავს, რომ მსგავსი უსამართლო მოპყრობა 
არასდროს უნახავს.

ავტორი: ნინი გაბისონია