„ამას ვერ იზამთ, თქვენ ხალხის პოლიცია ხართ!“ – ახალი ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ზღუდავდა პოლიცია ვუჰანში ჟურნალისტებს კორონავირუსის აფეთქების პირველ დღეებში
18:54 / 18-01-2021
როგორც „ალ ჯაზირას“ სტატიაში ვკითხულობთ, ვუჰანის ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ შეეძლო ჩინეთის მთავრობას მეტი გაეკეთებინა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ასევე, ნაჩვენებია ამ ყველაფერზე ინფორმაციის გავრცელების შესაზღუდად ჟურნალისტების შეჩერების მცდელობები.
ექსკლუზიური კადრები - "3 დღე, რომელმაც მსოფლიო გააჩერა" - 2020 წლის 19-დან 22 იანვრამდე გადაიღეს და აქამდე არავის უნახავს. ორი ჩინელი ჟურნალისტის ფარულ გადაღებებსა და დღიურებში ჩანს, რომ 11-მილიონიანი ქალაქი თითქმის ერთ ღამეში გარდაიქმნა და რომ ვირუსის მიმართ გულგრილობა სულ რამდენიმე საათში პანიკითა და საავადმყოფოების გადატვირთვით შეიცვალა.
ჟურნალისტების სახელები, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ გახმაურებულა.
ავტორი: ეკა აბაშიძე