X
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 398 ტესტი ჩატარდა
10:56 / 19-01-2021
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 465-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 235 130-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 973 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 249, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 95, გურია - 53, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 770, აჭარაში - 269, იმერეთში - 702. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში -54, იმერეთში - 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 2, იმერეთში - 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 434 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 398 პირი, აჭარაში - 1 788, იმერეთში - 2 269.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში... მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ - ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





ორი ქურთუკის ისტორია, რომლებმაც ნიკა მელია სკანდალში გახვიეს - “ხალხო, დამაკომპლექსეს, ვეღარ ვიცვამ“
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?