loader

ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ახალ ფიგურანტზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ახალ ფიგურანტზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში ახალი ფიგურანტის მიმართ, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, პროკურატურის მხრიდან მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურატურამ ასევე არ დააკმაყოფილა ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის საჩივარი იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.