loader

გზის პირას ჩაძინებულ მუშებს სატვირთო მანქანამ გადაუარა, გარდაცვლილია 15 მუშა; შემთხვევა ინდოეთში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გზის პირას ჩაძინებულ მუშებს სატვირთო მანქანამ გადაუარა, გარდაცვლილია 15 მუშა; შემთხვევა ინდოეთში მოხდა

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარატის შტატში, 15 მუშა შეეწირა სატვირთო მანქანის გადავლას. 

ავარია დილით ადრე, სოფელ კოსამბასთან მოხდა. 

"დღეს დილით ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა 15 ადამიანი და კიდევ რამდენიმე დაშავდა. მათ სატვირთო მანქანამ გადაუარა", - განაცხადა პოლიციამ და დაამატა, რომ მუშებს გზის პირას ეძინათ. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ჯერ ტრაქტორს შეეჯახა, შემდეგ კი ტროტუარზე გადავიდა, სადაც დაზარალებულებს ეძინათ.