"დაგეგმილი პროვოკაცია იყო" - მამუკა ხაზარაძის თქმით, "რუსთავი 2"-ს მასთან არ შეუთანხმებია, რომ ინტერვიუს ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩია შეუერთდებოდნენ
14:44 / 20-01-2021
მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირებაზე "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ შეთანხმება სხვაგვარი იყო:
"შეთანხმება იყო, რომ უნდა ვყოფილიყავით მე და წამყვანები მარტო. ინტერვიუს ბოლოს შემოიყვანეს ელისაშვილი და ბატონი ხვიჩია და ინტერვიუ გადაზარდეს დებატებში", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.