loader

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობის წესი შეიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობის წესი შეიცვალა

საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS- კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

შედეგად, მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა:

აზარტული თამაშები და ლატარია;
ონლაინთამაშები;

დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;

ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
ინტერნეტმარკეტინგი;

ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
ტურისტული მომსახურება;

ქსელური მარკეტინგი;
ქველმოქმედება;

საკონსულტაციო მომსახურება;
პოლიტიკური პარტიები;

უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.