loader

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუდასტურეს.

გიორგი ოთხმეზური 1954 წლის 14 აგვისტოს დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.