loader

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს - მას, სხვა დანაშაულთან ერთად, ბრალად ედება ადამიანის გატაცება და პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს - მას, სხვა დანაშაულთან ერთად, ბრალად ედება ადამიანის გატაცება და პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვა

ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.

რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.