loader

"ეს საერთო გამარჯვებაა!" - გიორგი გახარია 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს საერთო გამარჯვებაა!" - გიორგი გახარია 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!" - წერს გიორგი გახარია "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.