loader

სოფელ კისისხევში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის, ხოლო მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ კისისხევში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის, ხოლო მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული ჯ.ა. დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თავის ნაცნობ მამაკაცს - 1984 წელს დაბადებულ ხ.ე.-ს და ამ უკანასკნელის თანმხლებ ქალს - 1992 წელს დაბადებულ დ.ფ.-ს არაერთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, დაშავებული ქალი კი მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.