loader

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ" - რომელ ქალაქში როდიდან განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ" - რომელ ქალაქში როდიდან განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი?

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1-ლი მარტიდან გაგრძელდება.

მისივე თქმით, მასწავლებლების ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოხდება და სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი პროტოკოლების დაცვის საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დაყენებული.