"სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ნავალნის მხარეს გადავიდნენ" - რუსეთში ხვალ დიდი აქცია გაიმართება, რომელიც ტიკ-ტოკში დაორგანიზდა
17:36 / 22-01-2021
ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ TikTok-ის რუსული სეგმენტი სწრაფად პოლიტიზირდა. მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც აცხადებენ, რომ 23 იანვარს პოლიტიკოსის დასაცავად და კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე აპირებენ მისვლას. ამგვარად, გართობისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი ერთგვარ საპროტესტო პლატფორმად გადაიქცა. ყველაფერი კი თავად ნავალნის მიერ ატვირთული "ტიკ-ტოკიდან" დაიწყო, სადაც ის ადამიანებს პუტინის სასახლის ვიდეოსა და საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.