"უნამუსო, როგორ არ გრცხვენია?" - კადრები ბათუმიდან, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს
16:44 / 23-01-2021
როგორც "ალტერნატივას" წევრი მზია ქედელიძე აცხადებს, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს. მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილი „ოპოზიციიდან გაიქცა და სკამისთვის იბრძოლა“.
თავის მხრივ, ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან არ აკეთებს.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციური წევრია, რომელმაც შესვლაზე თანხმობა განაცხადა.