loader

მოსკოვში მიმდინარე აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში მიმდინარე აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლე „ინსტაგრამზე“ წერს. მისი თქმით, ის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში დაიგეგმა. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია OVD-info-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციის 863 მონაწილეა დაკავებული.