loader

“მომეჩვენა რომ დამემუქრა კიდეც... რომ არ გამლახოს ვიღაცამ იარაღის ტარების ნებართვა მჭირდება“ - იაგო ხვიჩიას სკანდალური ბრალდება ნიკა მელიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მომეჩვენა რომ დამემუქრა კიდეც... რომ არ გამლახოს ვიღაცამ იარაღის ტარების ნებართვა მჭირდება“ - იაგო ხვიჩიას სკანდალური ბრალდება ნიკა მელიას


„დამირეკა. სამწუხაროდ, ცუდი საუბარი გვქონდა. მომეჩვენა, რომ დამემუქრა. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო – მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ უბრალოდ გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი.

ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი ნიკა მელია, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე უნდა მქონდეს თავდაცვის საშუალება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.