loader

"გია ბარამიძეს რომ ვუწოდო ცხენი ან ვირი; მას რომ ვუთხრა, თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - რომან გოცირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გია ბარამიძეს რომ ვუწოდო ცხენი ან ვირი; მას რომ ვუთხრა, თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - რომან გოცირიძე

"წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: "ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!" ან "ტროას ცხენი" ხარ-მეთქი, რომ ვუწოდო - პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!" - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე თავისი თანაპარტიელის, გიორგი ბარამიძის კრიტიკას, რომელიც გოცირიძის მხრიდან ბათუმში, დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით სიტყვა "ბრბოს" გამოყენებას მოჰყვა.

როგორც რომან გოცირიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, ბოდიშის მოხდისკენ მოწოდება არასერიოზული განცხადებაა. ამასთან, გოცირიძის თქმით, ის არასდროს პარტიული თუ საარჩევნო კონიუნქტურით არ იმოქმედებს; სადაც საჭირო იქნება, სიმართლეს იტყვის და ერთკვირიან კრიტიკას აიტანს.