X
“ვაპირებ დაგიდოთ მტკიცებულება, როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე, დახეიბრებაზე, ტანჯვაზე“ - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ მთავრობა მალტას მიმართავს, შესაძლოა უმაღლესი ხარისხის ვაქცინა უსასყიდლოდ მიიღოს
21:17 / 27-01-2021
“კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას.
ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.
ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ.
შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!
რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი!
10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია!
უახლოეს პერიოდში მე მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ დაგიდოთ მასალები, როგორ იპარავთ თქვენ კონკრეტული სახელებით, გვარებით, გადარიცხვებით, ოპერაციებით - კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე.
მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის მეათე ხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა.“ -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში... მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ - ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
“ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე“ - ხათუნა ჟორდანია ამაღელვებელ წერილს აქვეყნებს
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?