loader

უბედური შემთხვევა ბათუმში - 35 წლის კაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა ბათუმში - 35 წლის კაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

35 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარის გამო, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.