loader

"იყო მომენტები, როდესაც შემთხვევები შემცირდა, ძალიან სწრაფად გახსნეს ქვეყნები, რამაც ვირუსის დაბრუნება გამოიწვია", - ჯანმო-ს ხელმძღვანელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იყო მომენტები, როდესაც შემთხვევები შემცირდა, ძალიან სწრაფად გახსნეს ქვეყნები, რამაც ვირუსის დაბრუნება გამოიწვია", - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კლებულობს.

როგორც ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამართულ ვირტუალურ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია იმის მაჩვენებელია, რომ პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, თუმცა, მისივე თქმით, მსოფლიო ამ ეტაპზე სხვა დროსაც ყოფილა და მოდუნების დრო არ არის.