"გვარამიას ნომერი გვაქვს; კარგი იქნება, თუ თქვენსასაც გამოგვიცხადებთ" - ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს
ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც წულუკიანმა “მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომერი გამოაცხადა.