loader

"სანამ ცოცხალი ვარ, დედას ავუფეთქებ თეა წულუკიანს და ბიძინა ივანიშვილსაც, ფეხებზე მკიდია ეს ზარები" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანამ ცოცხალი ვარ, დედას ავუფეთქებ თეა წულუკიანს და ბიძინა ივანიშვილსაც, ფეხებზე მკიდია ეს ზარები" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" დეპუტატს, თეა წულუკიანს პასუხობს და ამბობს, რომ ის უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია. 

"ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც, სკოლა რომ დაამთავრა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა. ეს არის თეა წულუკიანი ჩემს წარმოსახვაში. თან სულელი, უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი. რა უნდა ვილაპარაკო, ახლა დაარღვია ყველაფერი, რაც შეიძლება, პირდაპირ პოლიტიკური დევნილიდან მაქცია, ყველანაირ დევნილად", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, რომ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პირ­ველ სხდო­მა­ზე სა­კუ­თა­რი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­მო­ა­ცხა­და და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, აპი­რებს მო­მა­ვა­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყვე­ლა ზარს უპა­სუ­ხოს.

ამის შემ­დეგ ელი­საშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მი­მარ­თა:

"ბა­ტო­ნო ალე­კო, თქვენ დე­მოკ­რა­ტი­ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი გვაჩ­ვე­ნეთ, რო­გორ უნდა იურ­თი­ერ­თო ხალ­ხთან და ნო­მე­რიც ჩაგ­ვა­წე­რი­ნეთ. მეც მინ­და ჩემი ნო­მე­რი ჩა­გა­წე­რი­ნოთ. ეს არის - 577 201212 და იქ­ნებ მო­ი­ნიშ­ნოთ, ხალ­ხმაც რომ იცო­დეს. მო­ი­ნიშ­ნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნო­მე­რი არ არის, ეს ნიკა გვა­რა­მი­ას ნო­მე­რია. და­უ­რე­კეთ და ის რა­საც გი­კარ­ნა­ხებთ, გა­ყალბ­და თუ არა არ­ჩევ­ნე­ბი, იმა­ზე ისა­უბ­რეთ ამ პარ­ლა­მენ­ტში. თუ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, აქ რას აკე­თებთ?" - მი­მარ­თა წუ­ლუ­კი­ან­მა ელი­საშ­ვილს.