loader

პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას აცნობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას აცნობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4,3%-ია.

გამყრელიძის თქმით, ამ მიმართულებით, პოზიტიური დინამიკაა.

“იანვარ-თებერვალში დადებითობის მაჩვენებელი არის 7,3% და ეს მაჩვენებელი ნოემბერში იყო 25-30%. სერიოზული კლება გვაქვს. დღეს დილისთვის დადებითობის პროცენტი ქვეყნის მასშტაბით არის 4,3. ბოლო 14 დღის განმავლობაში გვაქვს 4,6% და ბოლო 7დღის განმავლობაში გვაქვს 3,87%, ანუ ჩამოსცდა ქვეყნის მასშტაბით 4%-ს. დღეს დილისთვის აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 1%, რაც ძალიან კარგია, თბილისში - 5%, იმერეთში - 6%, ქვემო ქართლში - 3%. 14 დღის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს 2%, თბილისში - 4%, იმერეთში - 6% და ქვემო ქართლში - 4%. ხაზს ვუსვამ, რომ მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით, ამ დიდ ქალაქებში, პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.