loader

"კაცი წევს დაბლა, უკან დაუდექით" - კადრები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაცი წევს დაბლა, უკან დაუდექით" - კადრები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც „ქართული მარშის“ აქტივისტები აქციას მართავდნენ, დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს მათთან სასაუბროდ 10 წუთი მისცეს, რის შემდეგაც ადმინისტრაციის კარზე ბოქლომის დაკიდება სცადეს, თუმცა აღნიშნულის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად ორი აქტივისტი, მათ შორის, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა დააკავეს.