loader

შემზარავი ავარია ოზურგეთში - ავტომობილი 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რომელშიც ოჯახის 5 წევრი ისხდა - "იყო შეჯახების ხმა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი ავარია ოზურგეთში - ავტომობილი 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რომელშიც ოჯახის 5 წევრი ისხდა - "იყო შეჯახების ხმა"

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.


“მე მარშრუტკაში ვიჯექი. უცბად მოხდა, ისე ჩაიქროლა მანქანამ და კიდევაც იყო შეჯახების ხმა. მგონი, ძალიან დაშავდნენ მგზავრები, ასე თქვეს”, - განუცხადა თვითმხილველმა "გურიის მოამბეს".