loader

"არათუ ყიდვა, არამედ საქართველოში ნაწარმოები ვაქცინის გატანა მოხდებოდა ევროპაში" - უნდა შეეძლოს თუ არა კერძო სექტორს ვაქცინის შემოტანა საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არათუ ყიდვა, არამედ საქართველოში ნაწარმოები ვაქცინის გატანა მოხდებოდა ევროპაში" - უნდა შეეძლოს თუ არა კერძო სექტორს ვაქცინის შემოტანა საქართველოში?

საქართველოს მთავრობის გათვლებით, 2021 წლის ბოლომდე კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის 60 პროცენტი, ანუ მინიმუმ ორი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას. თუმცა, მეორე მხრივ, ბლუმბერგის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, რომლებიც 2021 წლისთვის ვაქცინას მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა თებერვლის ბოლო რიცხვებში უკვე შემოვა და ვაქცინაციაც დაიწყება, რაც საქართველოს სამი ქალაქის: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ საავადმყოფოებში იქნება ხელმისაწვდომი.

სახელმწიფო ამ დრომდე ქვეყანაში ვაქცინის ერთადერთი შემომტანია. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, მათ ამის საშუალება შემდეგ წლამდე არ მიეცემათ. თუმცა გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებლის, გიორგი ჩალაძის განმარტებით, ეს ბევრად ადრე მოხდება და ვაქცინის, ტესტების თუ სხვა საჭირო ინვენტარის საქართველოში შემოტანა ხელისუფლების ექსკლუზივი არ უნდა იყოს.

ავტორი: ნინი გაბისონია