loader

შესაძლებელია თუ არა სომხებისა და აზერბაიჯანელების შერიგება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესაძლებელია თუ არა სომხებისა და აზერბაიჯანელების შერიგება?

30 წელზე მეტია, რაც ყარაბაღის კონფლიქტი გრძელდება. ათწლეულების განმავლობაში არაერთი შეიარაღებული დაპირისპირება გაღვივებულა და მშვიდობიანი ზავი დადებულა, თუმცა კონფლიქტი დღემდე გრძელდება. ბუნდოვანია, როდის ან რა შედეგით დასრულდება რეგიონში არსებული 30-წლიანი კონფლიქტი. შედეგად, ორი დაპირისპირებული ერის შერიგების საკითხიც ეჭვის ქვეშ დგას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღემდე, აზერბაიჯანელი და სომეხი თანამემამულეების მხრიდან მშვიდობისკენ მოწოდებები მოღალატეობრივად ითვლება. ამის მიუხედავად, აქტივისტები ორი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლების დიალოგზე დაყოლიებას ცდილობენ, რათა საერთო ტრაგედიაზე მშვიდობიან კონტექსტში ისაუბრონ. გარდა ამისა, კონფლიქტის განსამუხტად და ცნობადობის გასაზრდელად ყარაბაღის კონფლიქტზე არაერთი ერთობლივი ფილმი გადაღებულა.

ავტორი: ნინი გაბისონია