loader

ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ?

ყარაბაღის ომის დამთავრებიდან სამი თვის თავზე სომხეთში რევანშის მოწოდებები გაისმის. იმის გამო, რომ ერევანი დედაქალაქ სტეპანაკერტსა და სამ ქალაქს აკონტროლებს, სახელმწიფოს უღვივდება იმედი  ყარაბაღის დიდი ნაწილის კვლავ დაბრუნებისა.

სომ­ხეთ­ში ოპო­ზი­ცია მი­ტინგს-მი­ტინგზე მარ­თავს და არც მთავ­რო­ბის სახ­ლში შეჭ­რის მცდე­ლო­ბებ­ზე ამ­ბობს უარს. მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ფა­ში­ნი­ა­ნის გადადგომაა, რად­გან სწო­რედ მას ბრალდება ყარაბაღის მესამე ომში დამარცხება. პარალელურად, პუტინს ქვეყნის სათავეში მისი ყოფნა სურს, რათა სწორედ ფაშინიანმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულებით ერევნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, არსებული შეთანხმების სამომავლო შედეგი მათი ქვეყნის ერთპიროვნული კაპიტულაცია და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დათმობაა.

ავტორი: ნინი გოგიშვილი